საოჯახო მომსახურება

საოჯახო მომსახურება   საოჯახო სერვისის მომსახურებაში სააგენტო BabySitter-ი გთავაზობთ, ძიძის, ოჯახში დამხმარის, მოხუცის მომვლელის და დამლაგებლის მომსახურებას.
   თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროფესიონალი და გამოცდილი კადრი.
   მომსახურების სააგენტო BabySitter-ში ყველა კადრი გადის აუცილებელ და სრულფასოვან შემოწმებას. ჩვენს მომსახურე პერსონალს, მომსახურების შესაბამის სფეროში გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება.
   ისინი გამოირჩევიან სუფთა წარსულით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია საქმისადმი ერთგულებით და სიყვარულით.
   იმისათვის რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იყოთ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან სრულად დაცული, ჩვენი სააგენტო საფუძვლიანად ეცნობა იმ პერსონალის წარსულს, რომელიც აპირებს BabySitter-ის სახელით მომსახურების გაწევას. ჩვენ გულდასმით ვამოწმებთ მათ მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს, პიროვნულ თვისებებს, ვუტარებთ ფსიქოლოგიურ ტესტებს. ვამოწმებთ მათი ოჯახის წევრების წარსულს და მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ვთავაზობთ მას დამქირავებელს.
   სააგენტო BabySitter-ი გარანტირებულ პასუხისმგებლობას იღებს ყველა თავის პერსონალზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პერსონალით.
  სააგენტო BabySitter-ი შეგირჩევთ და დაგიგეგმავთ თქვენი მოთხოვნების შესაბამის სამ საუკეთესო კანდიდატთან ინდივიდუალურად შეხვედრას, რათა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პიროვნება და სამი გამოსაცდელი დღის განმავლობაში დარწმუნდეთ თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანის სისწორეში.
მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს კანდიდატი თქვენთან ოფიციალურად მუშაობას.

დაგვიკავშირდით ახლავე: 571-00-00-22